ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

02.27.2009

და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 184

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ყოფილი ფილიალის  კურსდამთავრებულთა და/ან სტუდენტთა


კრედიტების დაანგარიშების წესის შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ყოფილი ფილიალის  კურსდამთავრებულთა და/ან სტუდენტთა კრედიტების დაანგარიშება განხორციელდეს შემდეგი წესით:

  1. კრედიტების აღიარება განხორციელდეს სტუდენტის პირად საქმეში და სასწავლო ბარათში წამოდგენილი  ინფორმაციის  (საგნების დასახელება, შეფასებები, საკონტაქტო საათების რაოდენობა ან კრედიტი, გადმოყვანის ბრძანებების, ე. წ. დაჩქარებული სემესტრის  ან სხვა უწყისების) საფუძველზე;
  2. ქვემო ქართლის ფილიალში სწავლის პერიოდში მოპოვებული კრედიტები აღიარებულ იქნას სრულად;
  3. ქვემო ქართლის ფილიალში გადმოყვანამდე მოპოვებული კრედიტები აღიარებულ იქნას სრულად;
  4. თუ სასწავლო ბარათში საგნები არ არის მოცემული კრედიტების მიხედვით და მითითებულია მხოლოდ საკონტაქტო (სააუდიტორიო) საათები, მათი გაანგარიშება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ  ფაკულტეტებზე მოხდეს შემდეგნაირად: 30 საკონტაქტო საათი ჩაითვალოს არა ნაკლებ 2, არა უმეტეს 5 ECTS კრედიტად, 45 საკონტაქტო საათი –   არა ნაკლებ 4, არა უმეტეს 7 ECTS კრედიტად. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაანგარიშება მოხდეს დანართში მოცემული სქემის მიხედვით (დანართი N1).
  5. სასწავლო ბარათში მოცემული 1 კრედიტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ  ფაკულტეტებზე აღიარებულ იქნას არა ნაკლებ 1,2, არა უმეტეს 1,5 ECTS კრედიტად;
  6. თუ სასწავლო ბარათში არ არის ინფორმაცია საკონტაქტო საათების ან კრედიტების შესახებ, მაშინ ერთ სემესტრში გავლილი საგნები  მიჩნეულ იქნას 30 კრედიტად, ხოლო ერთი კურსის განმავლობაში გავლილი საგნები – 60 კრედიტად.

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი