ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
02.27.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 187
ზალცბურგის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვოლფგანგ აულიცკისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,
1. ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური
თანამშრომლობისათვის სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დარგში
ზალცბურგის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვოლფგანგ აულიცკის
მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საპატიო დოქტორის წოდება.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: თსუ მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი