ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
02.27.2009
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 189
,,მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაშვების შესახებ 2007 წლის 26 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 9 იანვრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9
მუხლის შესაბამისად,
შევიდეს ცვლილება ,,მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაშვების შესახებ 2007 წლის 26 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 9 იანვრის №72 დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
- დადგენილების I პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა , რომლებმაც მიიღეს შეფასება 40-დან 51 ქულამდე , უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შეესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა დასაშვებია 2009 წლის აპრილში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი.
- დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი