ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
16.03.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 192
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 192
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭოს 2009 წლის 27 თებერვლის N189 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
შესახებ
”უმაღლესი განათლების შესახებ”
საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,
-
შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 27 თებერვლის N189 დადგენილების 1. პუნქტში და ფორმულირება „გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა დასაშვებია 2009 წლის აპრილში“ შეიცვალოს შემდეგნაირად: „გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა და სამაგისტრო პროგრამით დადგენილი უცხო ენის ცოდნის დადასტურება მოხდეს სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე.“
-
დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი).
-
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი