13.04.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 208
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით
“სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს N#92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის საფუძველზე,
- შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებაში:
ა) მე–9 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი: “ბაკალავრიატის დამამთავრებელ დამატებით XII და XIV სემესტრებში სტუდენტს უფლება ეძლევა 240 კრედიტის შესასრულებლად აირჩიოს საგნები არაუმეტეს 40 კრედიტისა.“
ბ) მე–12 მუხლის 1–ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სტუდენტის სემესტრულ საბოლოო გამოცდაზე დაშვებისათვის აუცილებელი მინიმალური ქულაა 31. სასწავლო კურსის სილაბუსი შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა მოთხოვნებს, მაგრამ არანაკლებ 21 ქულისა“;
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტის უფროსს (რ.ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი
გიო
რგი
ხუბუა
აკადემიური
საბჭოს
თავმჯდომარე
,
რექტორი