ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.201, №27/2011დადგენილებით



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

04.05.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 214

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ” 2009 წლის 02 თებერვლის აკადემიური საბჭოს №171 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

  1. შევიდეს ცვლილება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №171 დადგენილების დანართში და მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გარდამავალი დებულებით დაწესებული შეღავათებით სარგებლობა შესაძლებელია 2007 წლის შემოდგომის სემესტრიდან 2009 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით.”
  2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი