ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
01.06.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 225
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 225
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010,
№
36/2010 დადგენილებით
“ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო
პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს
2008 წლის 25 მაისის N92 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
- შევიდეს დამატება “ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 25 მაისის N 92 დადგენილების დანართში.
- მე–6 მუხლს დაემატოს მე–5 პუნქტი: “სტუდენტს გაცდენილი სემესტრები ჩაეთვალოს საპატიოდ, მე–6 მუხლის მე–2 პუნქტში მითითებული საფუძვლებით.“
- დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი).
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი