ძალადაკარგულია
აკადემიური საბჭოს 29.06.2011, 
№61/2011 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

01.06.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 227


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავების ინსტრუქციისა და დიპლომის დანართის  შემუშვების პროცედურის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

1.დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1) და დიპლომის დანართის შემუშავების პროცედურა (დანართი 2).
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტსა(რ. ჩიქოვანი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი