ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.01.2012, №6/2012 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
01.06.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 228
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საშუალო ნიშნის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის საფუძველზე,
1.დამტკიცდეს ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კურსდამთავრებულთა საშუალო ნიშნის დაანგარიშების წესი (დანართი 1).
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო
დეპარტამენტსა(რ. ჩიქოვანი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს
(ი.დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი