07.02.2012, №8/2012 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
18.06.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 232
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N 122,135,166,167,168,169,170,212 დადგენილებებში ცვლილების შეტანის შესახებ
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი
განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით
დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის
საფუძველზე,
- შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N 122,135,166,167,168,169,170,212 დადგენილებებში და აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
- დადგენილება დასამატკიცებლად გადეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2009 წლის 11 ივნისის N 11001/02 მოხსენებითი ბარათი.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი