ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით


დადგენილება №233
18 ივნისი, 2009


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა”, “ა–1”, “ა–2” კატეგორიის აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორების შრომითი ხელშეკრულების პირობების დაზუსტების შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა”, “ა–1”, “ა–2” კატეგორიის აკადემიური პერსონალი შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს ახორციელებს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო პროექტებსა და გრანტებში მონაწილეობა.
  2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე).
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
  4. დადგენილება დასამატკიცებლად გადეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2009 წლის 11 ივნისის N 11001/02 მოხსენებითი ბარათი. აკადემიური საბჭოს დადგენილება N135, 23.09.08; N166, 21.01.09; N167, 21.02.09; N168, 21.01.09; N169, 21.01.09; N170,21.01.09; N170, 21.01.09; N212, 21.01.09; რექტორის ბრძანება N10/01–03 25.02.09

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

  აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი