ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.06.2010, №57/2010 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

06.07.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 235

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსვლის მსურველ და/ან გადმოსულ, აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსვლის მსურველ და/ან გადმოსულ, აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი. (დანართი 1).
  2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტსა (რ. ჩიქოვანი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი