ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიტერატურის თეორიის ქვემიმართულების ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ (16.07.2009; №260)
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 16 მარტის N30/0101 ბრძანების საფუძველზე,
-
დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს სოლომონ ტაბუცაძე.
-
დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
-
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ
პროფესორი
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი