ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
06.07.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 247
2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დატკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის_
ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების
მე-9 მუხლის თანახმად,
განისაზღვროს 2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები:
I შემოდგომის სემესტრი
1. ბაკალავრიატი:
1.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 3 აგვისტო – 18 სექტემბერი;
1.2 პირველკურსელთა რეგისტრაცია (საბუთების წარმოდგენა) - 7 სექტემბერი - 18 სექტემბერი;
1.3 აკადემიური რეგისტრაცია – 24 აგვისტო – 21 სექტემბერი;
1.4 სააუდიტორიო მეცადინეობები – 21 სექტემბერი – 2 იანვარი;
1.5 სასესიო პერიოდი – 8 იანვარი – 6 თებერვალი;
1.6 არდადეგები – 8 თებერვალი – 28 თებერვალი;
2. მაგისტრატურა:
2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 სექტემბერი – 26 სექტემბერი;
2.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 28 სექტემბერი – 9 იანვარი;
2.3 სასესიო პერიოდი – 11 იანვარი – 6 თებერვალი;
2.4 არდადეგები – 8 თებერვალი – 28 თებერვალი;
3. დოქტორანტურა:
3.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 სექტემბერი – 2 ოქტომბერი;
3.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 5 ოქტომბერი – 16 იანვარი;
II გაზაფხულის სემესტრი
1. ბაკალავრიატი:
1.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი – 26 თებერვალი;
1.2 აკადემიური რეგისტრაცია – 24 აგვისტო – 21 სექტემბერი (წინასწარი რეგისტრაცია); 8 თებერვალი – 1 მარტი (ძირითადი რეგისტრაცია);
1.3 სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი – 12 ივნისი;
1.4 სასესიო პერიოდი – 14 ივნისი – 10 ივლისი;
2. მაგისტრატურა:
2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი – 26 თებერვალი;
2.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი – 12 ივნისი;
2.3 სასესიო პერიოდი – 14 ივნისი – 10 ივლისი ;
3. დოქტორანტურა:
3.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 თებერვალი – 26 თებერვალი;
3.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი – 12 ივნისი;
I. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტმენტს (რ.ჩიქოვანი).
II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი