დადგენილება № 249 დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ(კოდიფიცირებული)(ძალადაკარგული)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
2009 წლის 16 ივლისის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 249


ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
 31.10.2016, №124/2016 დადგენილებით

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.12.2009, №328/2009; 16.03.2011, №27/2011; 
25.03.2013, №55/2013 დადგენილებებით


დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე, 
1. დამტკიცდეს დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).
11. დადგენილება ვრცელდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2011 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. (16.03.2011, №27/2011)
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია). 
3.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 
 
 პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი