25.05.2011, №47/2011 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
2009 წლის 16 ივლისის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 252
საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,
-
დამტკიცდეს საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1).
-
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
-
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი
გიორგი
ხუბუა
აკადემიური
საბჭოს
თავმჯდომარე
,
რექტორი