ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2009 წლის 16 ივლისის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 254


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითშეფასების კითხვარი (დანართი 1) და სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურა (დანართი 2).
  2. განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.
  3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (ი. კალანდაძე) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
  4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი