ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011,
№47/2011
დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 255

2009 წლის 16 ივლისის

სილაბუსის ახალი ფორმის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს სილაბუსის ახალი ფორმა ( დანართი 1, დანართი 2) და მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსების სილაბუსების განსხვავებული ფორმა (დანართი 3, 4, 5, 6).
  2. სილაბუსის ახალი ფორმის მიხედვით წარმოდგენილ იქნას პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კურსები.
  3. სილაბუსის ახალი ფორმები ძალაში შევიდეს 2010-2011 სასწავლო წლიდან.  
  4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
  5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი