ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2009 წლის 16 ივლისის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 260

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N243 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების  შესახებ


 “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის თანახმად,

  1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის N243 დადგენილებაში და ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ნაცვლად ჩაიწეროს ლიტერატურის თეორიის ქვემიმართულება.
  2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
  3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება (13756/02. 14.07.2009)

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი