ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2009 წლის 16 ივლისის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 261

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „სურსათის მარკეტინგის“ სასერტიფიკაციო კურსის დამტკიცების შესახებ
 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასერტიფიკაციო კურსი „სურსათის მარკეტინგი“ (ხელმძღვანელი: პროფ. ნ. თოდუა).
  2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს (ე. ღვინერია).
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი