ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2009 წლის 16 ივლისის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 262

 

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობის და მისაღები გამოცდების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1.  დამტკიცდეს საჯარო მმართველოს სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობა (25 სტუდენტი) და მისაღები გამოცდების კოეფიციენტები (საჯარო მმართველობა – 40, გასაუბრება – 40, ინგლისური ენა – 20).
  2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი