ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
21.09.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 272
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების
დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის
N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9
მუხლის საფუძველზე,
- დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სამაგისტრო პროგრამები (დანართი 1).
- კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი