ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

24.09.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 278

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გენდერის მიმართულების ასოცირებული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 14 ივლისის N71/01–01 ბრძანების საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გენდერის მიმართულების ასოცირებული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
  2. მარინე ჩიტაშვილი  – სრული პროფესორი, თავჯდომარე
  3. თამარ ხომასურიძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი
  4. ლელა ბაქრაძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის ეროვნული ოფიცერი
  5. თამარ საბედაშვილი – გაეროს მოსახლეობის ფონდის ნაციონალური კოორდინატორი
  6. ლუიზა არუთინოვა – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  7. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი