ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
24.09.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 281
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №247 დადგენილებაში “2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის საფუძველზე,
1. შეტანილ იქნას ცვლილებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №247 დადგენილებაში “2009-2010 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ”.
2. I პარაგრაფის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2.1. ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 სექტემბერი – 26 სექტემბერი.
2.2. სააუდიტორიო მეცადინეობა – 5 ოქტომბერი – 16 იანვარი.
2.3. სასესიო პერიოდი - 17 იანვარი – 13 თებერვალი.
2.4. არდადეგები – 15 თებერვალი – 27 თებერვალი.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი