ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
26.09.2009
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 287
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობ ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 21 ივლისის N79/01–01 ბრძანების საფუძველზე,
I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის მიმართულების ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ქვემიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- სერგო თოფურია, სტუ სრული პროფესორი, თავმჯდომარე
- არჩილ ყიფიანი, თსუ, ასისტენტ–პროფესორი, მდივანი
- რევაზ ბანცური, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის განოფილების გამგე, პროფესორი.
- ვახტანგ კვარაცხელია, ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ მათემატიკის ლაბორატორიის გამგე.
- დავით გორდეზიანი, თსუ, ემერიტუსი.
- რამაზ ბოჭორიშვილი, თსუ სრული პროფესორი.
II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი