ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

26.09.2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 288

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტისათვის, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი წოდების მინიჭების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და ქართველი მეცნიერებისათვის გაწეული დახმარებისათვის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავჯდომარე,
რექტორი