ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში”
1.1. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა
სტუდენტი თსუ-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას აგრძელებს უცხოეთის
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში).
1.2. მე-6 მუხლის მეორე პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით: “სხვა საპატიო მიზეზით, აკადემიური საბჭოს მიერ კონკრეტული
განცხადების განხილვის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად.
აღნიშნული პუნქტის მოქმედება გავრცელდეს დამატებითი სემესტრის
სტუდენტებზეც.”
1.3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი:
ვ)ერთდროულად ორ ფაკულტეტზე სწავლის შემთხვევაში, არაუმეტეს 2 წლის ვადით.
1.4. მე-7 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სტატუსის
შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა თსუ-ს სხვა ფაკულტეტზე ან სხვა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შესაძლებლობა, ხოლო “ზ”
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფაკულტეტის ფარგლებში სპეციალობის
შეცვლის უფლებაც”.
1.5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30 კრედიტის) სრულად
გავლის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება, ბაკალავრიატში _ 750 ლარით,
მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში _ 1000 ლარით.
1.6. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლი: ,,თსუ-ს თავისუფალი მსმენელი”.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი