ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

  19 ოქტომბერი, 2009

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 295

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესის შესახებ

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-9 მუხლის “ჟ” პუნქტის შესაბამისად,

  1. მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესი (დანართი 1).
  2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი