13 ნოემბერი, 2009
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 28 სექტემბრის № 102/01-01 და 2009 წლის 7 ოქტომბრის 105/01-01 ბრძანებების საფუძველზე,
I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. მარიამ ჩხარტიშვილი – თსუ სრული პროფესორი, თავმჯდომარე;
2. ვაჟა კიკნაძე – თსუ სრული პროფესორი;
3. ბეჟან ჯავახია – თსუ სრული პროფესორი;
4. ნინო ჩიქოვანი – თსუ სრული პროფესორი;
5. მაია ღამბაშიძე – თსუ ასოცირებული პროფესორი, მდივანი;
II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი