დადგენილება №318
7 დეკემბერი, 2009წ.
 
 
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ რევაზ კაკულისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის “ს” პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე,

1. სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს რევაზ კაკულიას.
 2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ.შ ელენე ხარაბაძის 20.10.2009 წლის №24887/02 განცხადება;


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი