დადგენილება №320
 7 დეკემბერი, 2009წ.



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა განცხადებების განხილვის შედეგების შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს კანონის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წლის სექტემბერში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების გადახედვის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 ნოემბრის №312 დადგენილების შესაბამისად,

1. თანდართული სახით დამტკიცდეს თსუ იურიდიული დეპარტამენტის მიერ მიღებული დასკვნის შესაბამისად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის მიერ განცხადებების განხილვის შედეგად მიღებული დასკვნა (დანართი 1).
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი