დადგენილება №10/2010 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ (კოდიფიცირებული)

5 თებერვალი
დადგენილება № 10/2010

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№45/2013, 11.03.2013; №36/2014, 14.04.2014

დადგენილებ ებ ით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

1. კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების „LL.M  zu Köln“ თსუ-ში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2500 ლარის ოდენობით. (№45/2013,11.03.2013)(№36/2014,14.04.2014)
11. კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების  „LL.M zu     Köln“ კიოლნის უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს  ინდივიდუალურად, თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტს შორის დამატებითი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით. (№36/2014,14.04.2014)
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.



გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი