24 სექტემბერი 2010
დადგენილება №105/2010
დადგენილება №105/2010
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის –„საჯარო მმართველობა“– სასწავლო პროცესის ვადებისა და კრედიტების წლიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა, 491–ე მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №24327/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭო ადგენს:
-
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „საჯარო მმართველობა“ –სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს:
პირველი სემესტრი – 25 იანვარი–25 ივნისი
მეორე სემესტრი – 1 ივლისი–25 დეკემბერი
მესამე სემესტრი – 25 იანვარი–25 ივნისი
მეოთხე სემსეტრი – 1 ივლისი–25 დეკემბერი
-
სამაგისტრო პროგრამის წლიური კრედიტების ლიმიტი განისაზღვროს 75 კრედიტის ოდენობით.
- დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
-
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
-
დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი