4 ოქტომბერი 2010
დადგენილება №109/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე  მუხლის პირველი პუნქტისა და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №25022/02 დასკვნის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქიმიის მიმართულებით  აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისიის შედეგები:

ქიმიის მიმართულება

ქვემიმართულება - ზოგადი არაორგანული და მეტალორგანული ქიმია:

ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი): გიორგაძე ქრისტინე

ქვემიმართულება-ორგანული ქიმია:
ასისტენტ-პროფესორები (2 ადგილი): ტრაპაიძე მარინა
                                                                           კუბლაშვილი როზა

ქვემიმართულება - ბიოორგანული ქიმია:
ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი):     სიდამონიძე ნელი

ქვემიმართულება - ფიზიკური და ანალიზური ქიმია :
ასისტენტ-პროფესორები (2 ადგილი): ბეზარაშვილი გიორგი
                                                                           თაყაიშვილი ნინო

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი