4 ოქტომბერი 2010
დადგენილება №110/2010
დადგენილება №110/2010
„რადიო თავისუფალი ევროპის“ პრეზიდენტის ბატონ ჯეფრი გედმინისათვის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ პუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №24921/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, ქართულ მედიაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისა და საქართველოს შესახებ მედიასივრცეში ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში შეტანილი წვლილისათვის „რადიო თავისუფალი ევროპის“ პრეზიდენტს – ფილოსოფიის დოქტორს ბატონ ჯეფრი გედმინს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება;
- დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
- დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
- დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი