8 ოქტომბერი 2010
დადგენილება №112/2010
დადგენილება №112/2010
თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ და უწყვეტი განათლების პროგრამების: „მოგზაურობისა და ტურიზმის ადმინისტრირება“ და „ტურიზმის მარკეტინგული კომუნიკაციები“ დამტკიცება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის №25486/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
-
დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის:
ა) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა – „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“(დანართი1);
ბ) უწყვეტი განათლების პროგრამები: „მოგზაურობისა და ტურიზმის ადმინისტრირება“(დანართი 2) და „ტურიზმის მარკეტინგული კომუნიკაციები“(დანართი 3). - დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
- დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
-
დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი