ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
13 ოქტომბერი 2010
დადგენილება №118/2010
დადგენილება №118/2010
2009-2010 წლის სამაგისტრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და კანონის 34–ე მუხლის მე–3 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
-
შევიდეს ცვლილებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 წლის სამაგისტრო პროგრამების სასწავლო გეგმებში:
ა) ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილებები დანართი №1 შესაბამისად.
ბ) გეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილებები დანართი №2 შესაბამისად.
გ) ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილებები დანართი №3 შესაბამისად.
დ) კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილებები დანართი №4 შესაბამისად.
ე) ქრისტიანობის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის გეგმაში შევიდეს ცვლილებები ჩამოყალბდეს დანართი №5 შესაბამისად.
ვ) სლავისტიკის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილებები დანართი №6 შესაბამისად.
ზ) რომანული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილებები დანართი №7 შესაბამისად.
თ) რუსეთისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმაში შევიდეს ცვლილებები დანართი №8 შესაბამისად.
- დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
- დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
-
დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი