ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 125/2010
დადგენილება № 125/2010
2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტებზე ორი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საფუძველზე,აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ამოქმედდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სამედიცინო მოლეკულურ ბიოლოგიაში 4 სტუდენტისათვის.
2. მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (ხელმძღვანელი: პროფ. ნ. ყაზახაშვილი) ამოქმედდეს 4 სტუდენტისათვის.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
6. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი