1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 126/2010

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, 77/2011 დადგენილებით



აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებაში „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“ დამატების შეტანის შესახებ


,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63–ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე–9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. მაგისტრანტისათვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, თუ მას მიმდინარე სემესტრში ფაკულტეტი ვერ სთავაზობს სემესტრულად დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (25–35/30–30 კრედიტი) სრულად გავლას, მიეცეს  უფლება, სწავლის საფასური გადაიხადოს ამ დადგენილების მე–10 მუხლის მე–3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით.“

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.

3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი