1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 127/2010
დადგენილება № 127/2010
2010-2011 სასწავლო წელს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შესაბამის სამაგისტრო პროგრამების ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
- 2010-2011 სასწავლო წელს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში ჩაირიცხონ კონკურსანტები, რომლებმაც უცხო ენის გამოცდაში მიიღეს შეფასება არანაკლებ 40 ქულისა, სპეციალობაში – არანაკლებ 91 ქულისა.
- დადგენილების პირველი პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე უნდა დაადასტურონ უცხო ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუწყდებათ მაგისტრანტის სტატუსი.
- ამ კატეგორიის მაგისტრანტებზე არ ვრცელდება საუნივერსიტეტო დაფინანსება;
- კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
- დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
- დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი