დადგენილება № 130/2010
8 ნოემბერი 2010

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, 77/2011 დადგენილებით



სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის  №36/2010 დადგენილებაში - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი” ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს, ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის  (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა 50%-ზე მეტს. დოქტორანტურაში დასკვნითი სემესტრული გამოცდის ფორმატს ადგენს შესაბამისი სასწავლო კურსის ავტორი/ავტორები;“
2.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3.    დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი