ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
29 ნოემბერი 2010
დადგენილება №135/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სასწავლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
  1. შევიდეს ცვლილებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებში:
    ა) ქართველური ენათმეცნიერების 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №1 შესაბამისად.

    ბ) გერმანული ფილოლოგიის 2009–2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №2 შესაბამისად.

    გ) არაბისტიკის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №3 შესაბამისად.

    დ) მედიევისტიკის 2009–2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №4 შესაბამისად.

    ე) მედიევისტიკის 2010–2011 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №5 შესაბამისად.


  2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი