22 დეკემბერი 2010
დადგენილება №143/2010
დადგენილება №143/2010
დოქტორ ფრენკ დაგლას ფერისის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 14.12.2010 №30603/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, პალიატიური მედიცინის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელს, პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული პროგრამის მთავარ კონსულტანტს დოქტორ ფრენკ დაგლას ფერისს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
- დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
- დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი