27 დეკემბერი 2010
დადგენილება № 145/2010


სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე–13 მუხლისა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩეულ იქნეს ალექსანდრე კვიტაშვილი.

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.



პროფ. ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,

აკადემიური საბჭოს  სხდომის თავმჯდომარე