დადგენილება №148/2010
29 დეკემბერი 2010

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
19.03.2012, №22/2012 დადგენილებით


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ნაწილების,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს: 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესი დანართი №1 სახით.

2. დამტკიცდეს სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისია (შემდგომში ,,კანდიდატთა შესარჩევი კომისია“) შემდეგი შემადგენლობით: 

ა) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო–საფინანსო განყოფილების უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ფიქრია ვარდოსანიძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი (კომისიის წევრი);

გ) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);

დ) დავით სურგულაძე იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი).

3. საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების სემესტრულ დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტთა აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.

4. უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური შემოსავლების 2 პროცენტს. საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობა დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №125 დადგენილება.

6. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

7. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

8. დადგენილება ძალაში შედის 2011 წლის 1 იანვრიდან.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი