დადგენილება №149/2010
29 დეკემბერი 2010
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორებისათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 27.12.2010 №31670/02 განცხადების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორებს გამოცხადებული კონკურსის დამთავრებამდე:
- დოლბაია თამარ
- ლომიძე ელზა
- ლომიძე მარინა
- ჭალაგანიძე ნინო
- კუპრაშვილი ნათია
- ფირცხალავა ეკატერინე
- გედევანიშვილი ირინა
- თევდორაძე სოფიო
- ჟვანია ირინე
- ჭინჭარაული თინათინ
- შატბერაშვილი ნინო
- წურწუმია ალექსანდრე
2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი