17 თებერვალი, 2010
დადგენილება №15/2010


"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს №11/2010 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ


,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 25 მაისის №91 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე,


1. შევიდეს დამატება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს №11/2010 დადგენილების პირველი მუხლის 1.2 პუნქტში და დაემატოს შემდეგი კომისიის წევრი:

1.2 კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგობრივი ჯგუფი:
ლელა ალხაზიშვილი, თსუ ასოცირებული პროფესორი.

2. შევიდეს დამატება დადგენილების პირველი მუხლის 1.4 პუნქტში და დაემატოს შემდეგი კომისიის წევრები:

1.4 გეოგრაფიის დარგობრივი ჯგუფი:
ელიზბარაშვილი ნოდარი, თსუ სრული პროფესორი;
გობეჯიშვილი რამინი, თსუ სრული პროფესორი.

3. შევიდეს დამატება დადგენილების პირველი მუხლის 1.5 პუნქტში და დაემატოს შემდეგი კომისიის წევრი:

1.5 ბიოფიზიკის დარგობრივი ჯგუფი:
მითაგვარია ნოდარი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.



გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი