17 თებერვალი, 2010
დადგენილება №17/2010
დადგენილება №17/2010
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრორექტორის პიტერ ზომერმანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრორექტორს, პიტერ ზომერმანს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი