13.06.2011, №55/2011 დადგენილებით
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №
490
ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,
1.
დამტკიცდეს სილაბუსის მოდიფიცირებული ფორმა (დანართი
1, 2)
და
მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსების სილაბუსების განსხვავებული ფორმა (დანართი
3, 4, 5, 6).
2.
სილაბუსის მოდიფიცირებული ფორმის მიხედვით
წარმოდგენილ იქნას პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის,
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კურსები.
3.
სილაბუსის ახალი ფორმები ძალაში შევიდეს 2010
-2011 სასწავლო
წლიდან.
4.
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დავალოს
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
5.
დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი