ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

10 მარტი, 2010
დადგენილება №28/2010


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა   ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოს   დადგენის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის შესაბამისად,


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის –არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
  • სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
  • ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
  • ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.

2. სახელფასო დანამატი განისაზღვროს  შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

3. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის 168-ე  დადგენილება.

4. კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.

5. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

6. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N 2205/02. 03.02.2010.




პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი